Wednesday, September 10, 2014

მეცხრე დღე

მაია ბარბაქაძე -  პროექტი ელექტროენერგიის მიღების შესახებ საინტერესო. თუ განახორციელებენ ძალიან კარგი იქნება.
დოდო ლილუაშვილი- ფართობის გაზომვა. კარგია ძალიან თუ მოსწავლეები ისწავლიან ყოფა-ცხოვრებაში გამოიყენონ  და გაზომონ ფართობები.
ნატო ბლიაძე პროექტი-ადამიანის უფლებები.ნამდვილად უნდა ვიცოდეთ თუ რატომ არ უნდა დაირღვეს ადამიანის უფლებები.
ლოლა გელაშვილი-საქართველოს კუთხეები,სადაც კარგად იყო ნაჩვენები საქართველოს ტრადიციები.
ნანა გაბუნია-ცილინდრის მოცულობის გამოთვლა. ძალიან კარგი იქნება  მოსწავლეებმა იცოდნენ რამდენი კუბამეტრი შეშა უნდა შეიძინონ.
თეა ბლიაძე -დასავლეთ საქართველოს ისტორიული ძეგლები. მოსწავლეებმა კარგია იცოდნენ  საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციები.
მერი ხადილაშვილი - პროექტი ინგლისური ენის როლი თანამედროვე ცხოვრებაში.
ნამდვილად მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა  21-ე საუკუნეში.

ეკა ფანჯაკიძე -გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ისტორიული ძეგლები.ნამდვილად საინტერესოა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა და უბისის ისტორია.

Tuesday, September 9, 2014

მერვე დღე

მომეწონა კითხვარები ინტერვიუსთვის. ჩავასწორეთ პროექტის გეგმები, გადავამოწმეთ ჩეკლისტის საშუალებით ჩვენი პროექტის გეგმა.

Monday, September 8, 2014

მეშვიდე დღე

მეექვსე მოდულში მოსწავლეთა დიფერენცირებას გავეცანით. შევქმენით თვითშეფასების ფორმა. შევქმენით პროექტის პორტფოლიო.განვიხილეთ პროექტის პროცედურები.

Wednesday, September 3, 2014

მეექვსე დღე

პროექტის მონაწილეთა   ბლოგებზე გავაკეთეთ ჩვენი კომენტარები. გავიარეთ მეხუთე მოდულის აქტივობები.ვისწავლეთ page-ების  შექმნა , ბლოგზე ჩაშენება,  მოსწავლეთა პროექტების შეფასება, შევქმენით პრეზენტაციის შეფასების  რუბრიკები.გავეცანით განმავითარებელ თვითშეფასებას.

მოსწავლის ნიმუში

Tuesday, September 2, 2014

მეხუთე დღე

გავიზიარეთ დრაივში ერთმანეთის პრეზენტაცია, გავუკეთეთ კომენტარები.გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას,მოვიძიეთ მასალები მოსწავლის ნიმუშისთვის , შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი. ჩავდექით მოსწავლის როლში და შევქმენით მოსწავლის ნიმუში.

Monday, September 1, 2014

გავიარეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობა, გავეცანით პროექტის შეფასების 5მიზანს,შევარჩიეთ შეფასების  მეთოდები  და ფორმები გავაკეთეთ სლაიდ-შოუ

Wednesday, August 27, 2014

გავეცანი სასწავლო პროექტის მეორე მოდულს, მოდულის საკვანძო კითხვებს,განვსაზღვრეთ მიზნები სტანდარტების გათვალისწინებით, გამოვიყენე ფაილები, განახლებული ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, გამოვიყენე მიმართულების მიმცემი  საკვანძო სიტყვები, გავეცანი ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.

Tuesday, August 26, 2014

ტრენინგის მეორე დღე
მოვისმინეთ საპროექტო იდეები, შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი.ჩავწერეთ პროექტის შინაარსი. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოვძებნეთ სტანდარტები და ინდიკატორები და ჩავსვით პროექტის გეგმის შაბლონში. ჩავწერეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.გავეცანით ბროშურებს. ბროშურის შაბლონის მიხედვით  შევქმენით ჩვენი პროექტის ბუკლეტი.ჩვენი ნაშრომი გადავიტანეთ DRIVE- ში.

Monday, August 25, 2014

დღევანდელი დღის ტრენინგით გავიგე პროექტის შექმნის შესახებ ბევრი ინფორმაცია.
ვისწავლე ბლოგზე მუშაობა. გავეცანი intels,პორთფოლიოს ჩეკლისტს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.პროექტის გეგმის შაბლონს.ვისწავლე ჩანიშვნები.